ონლაინ მედიას 25 ნოემბერს პარლამენტში კვლავ არ დაუშვებენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე“,- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია„ საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.“
ხვალ, 25 ნოემბერს პარლამენტში პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. პარლამენტთან დილის 9:00 საათზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია. იქამდე, დღეს, 24 ნოემერს საპროესტო აციის მონაწილეები გეგმავენ 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ, პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლონ, სადაც გაშლიან კარვებს და ღამეს გაათევენ.