რუსთაველზე ანტირუსული აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო.
პოლიციამ დემოსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი. შედეგად, აქციის მონაწილეებს მოუწიათ ჭიჭინაძის ქუჩიდან რუსთაველზე ჩამოსვლა.
სპეცრაზმელები არიან თავისუფლების მოედნის მხრიდანაც.
წყლის ჭავლის გამყენებამდე პოლიცია ინდივიდუალურად ძალადობდა აქციის ცალკეულ მონაწილეებზე. დაკავებულია რამდენიმე მათგანი, თუმცა, შსს ამაზე განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს.
დაშავდნენ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ასევე არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი.
პოლიციელები ცდილობენ ადამიანების დაკავებას.
ათასობით მოქალაქე რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს.