ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის.
მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები საავადმყოფოში.
ალექსანდრე ქეშელაშვილს ჩამოართვეს აპარატურა.
პოლიციამ სცემა „ტვ პირველის” ოპერატორ გიორგი შეწირულს – ის წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორნენ. დაუმტვრიეს კამერა.
ფოტოზე: გიორგი შეწირული
აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტის მიმართულებით გარბის, რის შემდეგაც გურამ როგავა ძირს ეცემა. პოლიციელმა მას, სავარაუდოდ, ჩაარტყა და გაიქცა.
ფიზიკურად გაუსწორდნენ „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ დავით ცაგარელს.
„პუბლიკის” ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს მუშაობის დროს ხელში ჩაარტყეს და ტელეფონის დამტვრება სცადეს.
OC Media-ს დამფუძნებელმა მარიამ ნიკურაძემ თქვა, რომ ორჯერ დაუგდეს ტელეფონი და ხელს უშლიდნენ მუშაობაში.
მუშაობაში ხელი არაერთხელ შეუშალეს „პუბლიკის” ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილს, ასევე, რამდენჯერმე კრეს და დაარტყეს ხელი.
ცემლსადენი გაზით დაშავდა „პუბლიკის” კიდევ ერთი ჟურნალისტი მინდია გაბაძე, OC Media-ს დამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე; „ნეტგაზეთის” ჟურნალისტი გივი ავალიანი; TV პირველის ჟურნალისტები: ანა მდივანი, ნატა ქაჯაია; ოპერატორი ნიკო კოკაია; ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი; აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ნინო ლორჩოშვილი; რუსთავი 2-ის ჟურნალისტი; „ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე და ოპერატორი თედო ქვაჩახია; „მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი.
ნიკო კოკაიას ორჯერ დასჭირდა სამედიცინო დახმარება.
მთელი ღამის განმავლობაში ჟურნალისტებს აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა მედიაზე ძალადობას და განაცხადა, რომ „დგას ქართულ მედიის გვერდით, რომლის მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას – უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას”.