ტატო ქელბაქიანი: ჩემი 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7-8 კაცი ურტყამდა

პუბლიკა

განახლება: 04:03-ზე ტატო ქელბაქიანმა დაწერა: „ახლა გამოუშვეს დემეტრე. ახლა კლინიკაში მიგვყავს, რომ დაზიანებები ვნახოთ“.

იურისტი ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ მის 17 წლის შვილს, დემეტრე ქელბაქიანს სცემეს და დააკავეს.

„აქციიდან ვბრუნდებოდით მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ჩემი ძმიშვილები და უცებ გამომგლიჯეს ჩემი შვილი ხელიდან. 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7-8 კაცი ურტყამდა. რომ ჩავეხუტე, ჩემი შვილია-მეთქი, უფრო მაგრად ურტყეს. მე ხელი არ მომკიდეს და შვილი წაიყვანეს. გაათავისუფლეთ ჩემი შვილი, არასრულწლოვანია!“, – ამბობს ტატო ქელბაქიანი.

დაახლოებით, 40 წუთის წინ (00:54) ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ ვერ პოულობს ცოლს და ძმიშვილს.