„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ 29-30 ნოემბერს აქციაზე 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია არასამთავრობოების ცხელ ხაზზე.
„ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ცხელ ხაზზე. 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. ადვოკატები ცდილობენ მათი ადგილსამყოფლის დაზუსტებას. ხშირად ეს მყისიერად ვერ ხდება და სჭირდება გარკვეული დრო მათ მოძებნას. დაკავებულების მეგობრებო და ოჯახის წევრებო – შეგვატყობინეთ დაკავებულების შესახებ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ სწრაფად შეხვდეს ადვოკატი. არავინ დარჩება ადვოკატის გარეშე. ამ ნომერზე დაგვირეკეთ – არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზი 577070563“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
ამ წუთებში სპეცრაზმი წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს ისევ იყენებს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად. სპეცრაზმელები სცემენ და აკავებენ აქციის მონაწილეებს.