პოლიციამ დემონსტრანტები ალყაში მოაქცია, მათზე იძალადა და დააკავა — [VIDEO]

პუბლიკა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მყოფი დემონსტრანტები ალყაში მოაქცია და მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

ზოგიერთი მოქალაქე დააკავეს.

  • დაკავებულთა შორის არიან:
  • მიხეილ ზაქარეიშვილი;
  • თორნიკე ჭელიძე;
  • ლექსო მაჭავარიანი;
  • ანდრეი ციცვიძე;
  • ლექსო მაჭავარიანი;
  • გიორგი ბახუტაშვილი;
  • გიგი კილაძე;
  • გიორგი ლომიძე (15 წლის),
  • საბა ბაინდურაშვილი;
  • ევგენი მურევიცკი;
  • ირაკლი ნარმანია.

პოლიციელებმა შეკრებილებს სასტიკად სცემეს და რუსთაველის მეტრომდე სდიეს. შეყვნენ მეტროშიც.

ასევე, მათ უშვერი სიტყვებით აგინებდნენ.

რამდენმე ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

ნახეთ ძალადობის ამსახველი რამდენიმე ვიდეო:

რუსთაველის „გაწმენდის” მერე ადგილზე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

უკვე მეორე დილაა, პოლიცია დილის 06:00 საათიდან რუსთაველის გამზირის „გასუფთავებას” იწყებს. ამისთვის არ იყენებენ რობოკოპებს, წყლის ჭავლებს და სხვა სპეციალურ საშუალებებს – ადამიანებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უსწორდება, რომლებიც მათ სასტიკად უსწორდებიან.

უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები.

სახელმწიფო მათზე მთელი პროტესტის მიმდინარეობის განმავლობაში ძალადობს.