სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ემიჯნება „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას და აუდიტორიებში სიარულზე უარს ამბობს. ისინი მოუწოდებენ უნივერსიტეტს, შეაჩეროს სასწავლო პროცესი.
„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ვემიჯნებით საქართველოს რუსული მთავრობის რუსულ გადაწყვეტილებას! ვფიქრობთ, რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა.
ჩვენი ადგილი ევროპაშია და არ ვაპირებთ რუსეთში ცხოვრებას. ვფიქრობთ, რომ ყველა ის ადამიანი ან უწყება, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, მოღალატეები არიან ერის წინაშე.
ამრიგად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს მოვუწოდებთ გააკეთოს განცხადება და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს! ჩვენ არ ვაპირებთ აუდიტორიებში სიარულს და მოვითხოვთ უნივერსიტეტმა შეაჩეროს სასწავლო პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით, მათ შექმნეს პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის 83 სტუდენტი აწერს ხელს.