აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტონ ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას. ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, – წერს ის X-ზე.