„გირჩი მეტი თავისუფლების“ ცნობით, პარტიის წევრს, გელა ხასაიას სახლთან სამი ადამიანი დაესხა თავს. ხასაია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სამივე პირს „ბაფი“ ეკეთა, დაარტყეს ზურგში რის შემდეგაც ხრეშზე სახით დაეცა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო.
„უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს, ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე“, – წერს პრესსამსახურის უფროსი, ანა ყურაშვილი.