სისხლის სამართლის წესით კიდევ 5 პირი დააკავეს

პუბლიკა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით კიდევ 5 პირი დააკავეს.

დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული ო.ც., 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.ჭ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული რ.ს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ”, – წერს შსს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია ჯამში 13 პირი.

აფეთქების მომზადების ბრალდებით – 1 პირი.

სხვისი ნივთის დახიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით – 9 პირი;