ფიშერი: ის, რომ აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის წყაროა

პუბლიკა

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და დიდი ბრიტანეთის ელჩ,  გარეტ უორდი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და მის პირველ მოადგილეს შეხვდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საუბარი შეეხო მიმდინარე მოვლენებს, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, აქციებზე დაკავებულთა და დაზიანებულთა მდგომარეობას.

ფიშერი სოციალურ ქსელში წერს:

„ის, რომ ქართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა.  მაქსიმალური პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც სარგებლობს უფლებით, გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ“.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ აპარატი ზედმიწევნით მიადევნებს თვალს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობას.