თბილისსა და ბათუმში საპროტესტო მსვლელობები იმართება

პუბლიკა

თბილისსა და ბათუმში საპროტესტო მსვლელობები იმართება.

თსუ-დან პარლამენტისკენ მოქალაქეები მიემართებიან.

მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან 17:00 საათზე შეიკრიბნენ, ერთი საათის შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ.

მათ შეუერთდნენ პოლიტიკოსები.

პარალელურად პარლამენტთან დღის 13:00 საათიდან არის შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი. ადგილზე დემონსტრანტების რაოდენობა მატულობს.

საქართველოს მოქალაქეები უკვე მე-10 დღეა, აპროტესტებს „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები, ასევე, აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების დროს ადამიანებზე ძალადობას და დაკავებებს.

საპროტესტო მსვლელობა იმართება ბათუმშიც. ისინი უკვე რამდენიმე საათია, შეიკრიბნენ, ახლა კი გადაკეტილი აქვთ რუსთაველის ქუჩა.