უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კონკრეტულად, სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, დეტალები უცნობია.

2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთ-უკრაინის ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.