გორში რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
TV პირველის თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დარაჯი – მას შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული და ხანძარი სწორედ ამან გამოიწვია.