თურქეთში ხანძარს, სულ მცირე, 76 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

თურქეთის ქალაქ ბოლუში, სათხილამურო კურორტის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 76 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, ხანძარი სასტუმრო Grand Kartal-ში ადგილობრივი დროით 03:27 საათზე გაჩნდა. იმ დროისთვის სასტუმროს შენობაში 234 ადამიანი იმყოფებოდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავდა 51 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი ამ ეტაპზე რეანიმაციაში მკურნალობს.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. ბოლუს გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროს მეოთხე სართულის რესტორანში გაჩნდა და სხვა სართულებზეც გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობას 12 საათი დასჭირდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დაკავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი.