ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 86 წლის არის.
„სამივე გარდაცვლილი ჩვენთან იყო 79 წლის ასაკის და მეტის. 79 წლის, 81 წლის და 86 წლის. არც ერთი არ გარდაცვლილა უფრო ნაკლები ასაკის. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ამ უძლიერეს ქვეყანაში გარდაცვლილების 20% მოდის ახალგაზრდებზე. ასევე, იტალიაში გარდაიცვალა ბევრი ახალგაზრდა, საფრანგეთში – 16 წლის გოგონა და ა.შ. იცით, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დაავადდა კორონავირუსით, დამძიმდა მისი მდგომარეობა და რეანიმაციაშია მოთავსებული. გარდაიცვალა ესპანეთის პრინცესა და ძალიან ბევრი სამოქალაქო, სასულირო პირები და ა.შ აი, ასეთია სიტუაცია“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.