კორონავირუსმა შესაძლოა, ნახევარი მილიარდი ადამიანი გააღარიბოს - გაეროს კვლევა

პუბლიკა

BBC გაეროს ახალი კვლევის შედეგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კვლევის მიხედვით, კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზიანმა შესაძლოა, მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებელი ნახევარი მილიარდით გაზარდოს.

კვლევის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სიღარიბის მაჩვენებელი მსოფლიოში გაიზრდება.

გაეროს უნივერსიტეტის კვლევა ავსტრალიის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის კინგსის კოლეჯის ექსპერტებმა ჩაატარეს.

„ეკონომიკური კრიზისი პოტენციურად ჯანდაცვის კრიზისზე უფრო ღრმა იქნება“, – ამბობს ავსტრალიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტი კრისტოფერ ჰოი.

ანგარიშის მიხედვით, ვირუსის მოსალოდნელი შედეგები ნამდვილი გამოწვევა იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნისთვის, რომელიც 2030 წლისთვის სიღარიბის აღმოფხვრას გუისხმობდა.

„ჩვენი მიგნებები მიუთითებს, რომ განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვანია,  რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს სოციალური დაცვის კალათები. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებად ქვეყნებს, რა შეიძლება გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ დასახმარებლად“, – ამბობს ლონდონის კოლეჯის პროფესორი ენდი სამერი.

ახლად გაღარიბებულთა დაახლოებით 40% შესაძლოა აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანისპირეთში იყოს კონცენტრირებული, დაახლოებით ერთი მესამედი კი სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.