ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები მოეწყობა და მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება

პუბლიკა

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება, მოსახლეობას კი თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.

„სამწუხაროდ, გუშინ ლენტეხის ცხელების ცენტრში შესულ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩაერთო და კონტაქტების დადგენა დაიწყო. ძალიან აქტიურ მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ „მაესტროს“ ეთერში.

მისივე თქმით, შტაბის სხდომაზე პრევენციული ღნისძიებების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს.

„იმ სოფლებში, სადაც მაღალი რისკია დაავადების გავრცელების, იწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები, შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკპოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფრომაციის მიწოდება მოსახლეობისთვის. ბლოკპოსტები ისე ოპერატიულად მოეწყობა, რომ ორივე მუნიციპალიტეტი მოიცვას. გადაადგილებისას თერმოსკრინინგის საშუალებით მინიმუმამდე დავიყვანთ გავრცელების რისკს“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.