ფოტოგრაფი გოგი ცაგარელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი ნესტან ნიჟარაძე ავრცელებს.
გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, მან ფეისბუქის პირად გვერდზე მის მიერ გადაღებული 9 აპრილის ფოტოები გამოაქვეყნა.