ფონ დერ ლაიენმა და გრემმა რუსეთის წინააღმდეგ EU-ისა და აშშ-ის ერთობლივ სანქციებზე იმსჯელეს

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ამერიკელმა სენტორმა ლინდსი გრემმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის კოორდინირებული სანქციები განიხილეს.

ფონ დერ ლაიენი და გრემი დღეს, 2 ივნისს, ბერლინში შეხვდნენ ერთმანეთს.

ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

„პრეზიდენტმა ნათლად გამოხატა მიზანი: ჩვენ გვჭირდება რეალური ცეცხლის შეწყვეტა; ჩვენ გვჭირდება რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან და ომის დასრულება. ზეწოლა მუშაობს, რადგან კრემლს სხვა არაფერი ესმის. სწორედ ამიტომ მიესალმა პრეზიდენტი სენატორ გრემის მიერ რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და კანონპროექტის სენატში მომავალ კვირას განხილვის ვალდებულებას“. – აცხადებს ევროკომისია.

ევროკავშირი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს. პაკეტის სამიზნე რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლებია, მათ შორის: „ჩრდილოეთის ნაკადის“ ინფრასტრუქტურა, რუსეთის საბანკო სექტორი და ნედლი ნავთობის ფასის ლიმიტის შემცირება.

„ეს ნაბიჯები, აშშ-ის ზომებთან ერთად, მკვეთრად გაზრდის ჩვენი სანქციების ერთობლივ ზეგავლენას“. – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის თანახმად, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა და სენატორმა გრემმა ასევე განიხილეს რუსეთში გატაცებული 20 000 უკრაინელი ბავშვის საკითხი და რუსეთზე შესაძლო შემდგომი ზეწოლა.