რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი

პუბლიკა

რუსეთის ძალებმა გუშინ ღამით უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს – სუმის ოლქში რუსების შეტევას ემსხვერპლა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი.

სუმის ოლქის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე დრონებით ფართომასშტაბიანი შეტევა გუშინ ღამით განახორციელეს – უკრაინული მხარის ცნობით, 8 წლის ბიჭის ცხედარი ერთ-ერთი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

მათივე განცხადებით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ.

უკრაინელი სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა, დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი და ოთხი ავტომობილი, იყო მასშტაბური ხანძარიც.