„ოცნების“ პარლამენტმა „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო მანდატები შეუწყვიტა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 12 წარმომადგენლისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

მიზეზი, დავით მათიკაშვილის თქმით, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა.

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგით, „ოცნების“ პარლამენტში გახარიას პარტიიდან 12 წევრი მოხვდა, ესენი არიან: გიორგი გახარია, ნათია მეზვრიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, კახა ქემოკლიძე, ზვიად ძიძიგური, ზაზა თავაძე, ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა, როინ ქოჩორაშვილი, ბექა ლილუაშვილი, თეონა აქუბარდია და ლევან გოგიჩაიშვილი.

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს. სიის მიხედვით მომდევნო თორმეტეული ასეთია: გიგა ფარულავა, გელა აბულაძე, შალვა კერესელიძე, თამარ ხვედელიანი, ელგუჯა ხოკრიშვილი, ვიკა ფილფანი, კახა ნურალიძე, სოფო ხორგუანი, ჯემალ ანანიძე, რუსუდან თევზაძე, ქეთევან ბაკარაძე, მალხაზ თორია.