ბაღდათში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწა ჩამოიშალა. ინფორმაცია ბაღდათის მერიამ გაავრცელა.
მათივე ცნობით, რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინაში მცხოვრებ 19 ოჯახს დროებით ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფენ.
„მერიის დაკვეთით, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა რუსთაველის ქუჩის N16 ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.