CBS News დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინისთვის ახალი ფინანსური დახმარება გამოყოს.
წყაროების თქმით, აღნიშნული დახმარება შესაძლოა იყოს გზავნილი რუსეთისთვის, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაზე უპილოტო აპარატებითა და რაკეტებით განახორციელა ინტენსიური შეტევები.
ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად საიდან უნდა მოვიდეს ეს შესაძლო ახალი დაფინანსება. თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპს აქვს ხელთ 3.85 მილიარდი დოლარი, რომელიც დარჩა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამხედრო ხარჯების შემცირების უფლებამოსილებიდან.
ყოფილი ოფიციალური პირები ასევე აცხადებენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა დაახლოებით $5 მილიარდის ოდენობის რუსული უცხოური აქტივების ჩამორთმევის და ამ თანხის უკრაინისკენ მიმართვის, თუმცა ამ უფლებამოსილებით არც ტრამპს და არც ყოფილ პრეზიდენტ ბაიდენს ამ დრომდე არ უსარგებლიათ.