ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 233, ხოლო გამოჯანმრთელებულია 56.
მარინა ეზუგბაიას თქმით, რა შედეგებსაც დღეს ელოდნენ, ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტის მდგომარეობა რჩება კრიტიკული.
„დადასტურებული შემთხვევების უმეტესობაა საშულო ასაკი. გარკვეული პროცენტი 60 და 70 წლის ზემოთაა, მაგრამ დადასტურებული შემთხვევების 50%-ზე მეტი საშუალო ასაკის პაციენტია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, დღეს საღამოს 6 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება.