უკრაინის უმაღლესმა რადამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი თავდაცვის მინისტრად დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 267-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შმიგალმა თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში, სამი ძირითადი მიმართულებით ხედავს სამუშაოს – ხალხი, იარაღი, სისტემა.
რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა, მოქმედ პრემიერ-მინისტრს კი თავდაცვის მინისტრომა. 17 ივლისს რადამ სვირიდენკოს კანდიდატურასაც დაუჭირა მხარი.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, შმიჰალის „კოლოსალური გამოცდილება“ ნამდვილად გამოსადეგი იქნება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე – „სწორედ ეს არის სფერო, სადაც ამჟამად ქვეყნის მაქსიმალური რესურსები, მაქსიმალური ამოცანები და დიდი პასუხისმგებლობაა კონცენტრირებული“.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანდრეი სიბიგა ხელახლა დანიშნეს. რადამ ასევე მხარი დაუჭირა 13 ახალი მინისტრის კანდიდატურას:
- მიხაილო ფედოროვი – პირველი ვიცე-პრემიერი, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი;
- ალექსი კულება – რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერი, თემისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრი;
- ტარას კაჩკა – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი;
- მატვეი ბედნი – ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი;
- გერმან გალუშჩენკო – იუსტიციის მინისტრი;
- სვეტლანა გრინჩუკი – ენერგეტიკის მინისტრი;
- ნატალია კალმიკოვა – ვეტერანთა საქმეთა მინისტრი;
- იგორ კლიმენკო – შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ოქსენ ლისოვოი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
- ვიქტორ ლიაშკო – ჯანდაცვის მინისტრი;
- სერგეი მარჩენკო – ფინანსთა მინისტრი;
- ალექსეი სობოლევი – ეკონომიკის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
- დენის ულიუტინი – სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი.