თვალჭრელიძეზე გამოსახლებისას დაკავებული აქტივისტები მოსამართლემ 5000-5000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

თვალჭრელიძის ქუჩაზე ძალადობრივი გამოსახლებისას დაკავებული აქტივისტები, დავით დანელია და გიორგი დუმბაძე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5000 – 5000 ლარით დააჯარიმა.

მანამდე ამავე მოსამართლემ ორი გამოსახლებული – რევაზ ნადირაშვილი და ლადო ჩახაია 2 000 – 2 000 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კი სამ გამოახლებულს  სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

დანარჩენი დაკავებულების სასამართლო მოსმენები გადაიდო.

24 ივლისს თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან ოჯახების გამოსახლებისას შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 17 მოქალაქე დააკავა. ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელმაც 4 დაკავებული მოინახულა, „პუბლიკას“ უთხრა, რომ სამ მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.