„იქნება ეროვნული, მასობრივი წინააღმდეგობა ქუჩაში“, – შალვა ნათელაშვილი

პუბლიკა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, დღეს, 5 საათზე ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან და შეჯერდებიან გეგმაზე.

„ოლიგარქი დიქტატორი სახელმწიფო გადატრიალებაზე წავიდა. ომი გამოუცხადა საკუთარ თავს, ახალგაზრდების სისხლით მიღწეული გამარჯვება ფეხქვეშ გათელა. დღეს 5 საათზე ოპოზიცია იკრიბება და გეგმა იქნება ეროვნული, მასობრივი წინააღმდეგობა ქუჩაში, რამაც შედეგად ამ ხელისუფლების წასვლა უნდა მოგვიტანოს.

დემოკრატიული, მშვიდობიანი, საერთო სახალხო პროტესტით ხელისუფლების შეცვლა – ეს არის გეგმა. არჩევნებზე მერე ვისაუბროთ“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა TV  „პირველის“ ეთერში.