უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. მანამდე ცნობილი იყო, თავდასხმის შედეგად დაიღუპული იყო რვა ადამიანი, დაშავდა 130-ზე მეტი.
უწყება ამბობს, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ნანგრევების ქვეშ მოქალაქეებს ეძებენ.
ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რაკეტებითა და დრონებით „ჯგუფური დარტყმა“ მიმართული იყო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე, „სამხედრო აეროდრომის ინფრასტრუქტურასა“ და სამხედრო საწყობზე. რუსეთს ამ განცხადებაში კიევზე დარტყმა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ უხსენებია.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თავდასხმა სპეციალურად გათვლილი იყო საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატვირთვაზე და რომ „შაჰიდების“, სხვა დრონებისა და რაკეტების მთვარი სამიზნე კიევი იყო.