რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად სოჭთან ახლოს ნავთობსაცავში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა – მათი ინფორმაციით, ახლომდებარე აეროპორტში შეაჩერდა ფრენები.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ დრონის ნამსხვრევები საწვავის ავზს დაეცა და ხანძრის ჩაქრობას 127 მეხანძრე ცდილობდა.
პარალელურად, უკრაინის სამხრეთ ქალაქ მიკოლაივში რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.