ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.
ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
თქმით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
„ჩემს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა მომავალ პარასკევს, 2025 წლის 15 აგვისტოს, ალასკის დიდ შტატში გაიმართება. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს ტრამპი.
„რია ნოვოსტის“ ჟურნალისტების ცნობით ტრამპის განცხადების შემდეგ მალევე კრემლმა ინფორმაცია დაადასტურა.
„რუსეთი და აშშ ახლო მეზობლები არიან, ამიტომ საკმაოდ ლოგიკურია, რომ ლიდერების სამიტი ალასკაში გაიმართება… ალასკასა და არქტიკაში რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს ეკონომიკური ინტერესები იკვეთება და მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივები ჩანს“, – თქვა პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა.