რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

პუბლიკა

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, რუსული კანონის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე გაიგზავნა.

2023 წლის მარტში, კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და ოპერატორები სამიზნე რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ.

მედიაომბუდსმენის ცნობით, საჩივარში მითითებულია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებები:

– სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
– გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
– შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
– სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).

2023 წლის მარტში, „ქართული ოცნების” მიერ რუსულ კანონის მიღების მცდელობას მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. მასშტაბური აქციების გაშუქებისას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას.

„ძალადობის ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა და საქმეები პროკურატურას გადაეცა. მანამდე, საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მედიაომბუდსმენის მოთხოვნა და დაზარალებულის სტატუსი 12 ჟურნალისტს მიანიჭა. არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ არ სცნეს დანარჩენი 9 პირი დაზარალებულად.

ბოლო მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ არის იდენტიფიცირებული და დასჯილი. საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს საქმესთან შემხებლობაში მყოფი არცერთი ძალოვანი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქმეში განმცხადებლები არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც 2023 წელს, სხვადასხვა მედიასაშუალებას წარმოადგენდნენ:

ნიკოლოზ კოკაია – ოპერატორი, ტელეკომპანია „პირველი“
მარი წაქაძე – ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
ალექსანდრე ქეშელაშვილი – ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
მამუკა მგალობლიშვილი – ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“
მაია თეთრაშვილი – ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
ნიკა კოკაია – ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
მიხეილ გვაძაბია – ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „ბათუმელები“
რატი მუჯირი – ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
გურამ მაისურაძე – ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
ზურაბი ჩხვირკია – ოპერატორი, ტელეკომპანია „მთავარი“
ნიკა საჯაია – ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
ჯამლეთ ბაკურიძე – ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
ირაკლი ბახტაძე – ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
სალომე ჩადუნელი – ჟურნალისტი, რადიო თავისუფლება
გიორგი კვიჟინაძე – ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“
დავით მანია – ჟურნალისტი/ოპერატორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
ვახტანგ ქარელი – ფოტორეპორტიორი, ტელეკომპანია „ფორმულა“
თამარ გეგიძე – ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა On.ge.

მედიაომბუდსმენის შეფასებით, საქართველოში კრიტიკული მედიის საქმიანობა უფრო და უფრო საფრთხისშემცველი ხდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დემოკრატიული ღირებულებების შესანარჩუნებლად.