დარიალზე მესაზღვრეს ქრთამის სახით 100 დოლარი შესთავაზა - რუსეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, ქრთამის მიცემის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს. გამოძიება ამბობს, რომ მან დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის ავტომანქანით გადმოკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების გარეშე შემოსვლის სანაცვლოდ, მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 აშშ დოლარი შესთავაზა.

განცხადებაში წერია, რომ ბრალდებული ადგილზევე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა, უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.