გლდანში ხანძარს მცირეწლოვანი ემსხვერპლა

პუბლიკა

გლდანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

„პუბლიკა” კითხვით, რა მუხლით დაიწყო გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა – პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.