ბათუმში Tinder Swindler-ის გმირი, თაღლითი საიმონ ლევიევი დააკავეს

პუბლიკა

The Jerusalem Post ავრცელებს ინფორმაციას, რომ კვირას, 14 სექტემბერს ბათუმში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს Tinder Swindler-ის გმირი, თაღლითი საიმონ ლევიევი [ნამდვილი სახელი შიმონ ჰაიუთი].

გამოცემის თანახმად, მისი დაკავების საფუძველი უცნობია, მათ შორის, მისი ადგოკატებისთვისაც.

„მე მას დაკავების შემდეგ ვესაუბრე, მაგრამ მიზეზი ჯერ არ ვიცი. ის თავისუფლად მოგზაურობს მთელ მსოფლიოში“. – უთხრა Walla-ს ადვოკატმა.

„პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, რომ საიონ ლევიელი ინტერპოლის მიერ არის ძებნილი და დაკავებაც ამის ფარგლებში მოხდა.

საიმონ ლევიევი ისრაელელი თაღლითია. ის, Netflix-ის დოკუმენტური სერიალის,  Tinder Swindler-ს თანახმად, თავს წლების განმავლობაში წარმოაჩენდა, როგორც ბრილიანტების მაგნატის მემკვიდრედ წარმოაჩენდა, ქალებს გაცნობის აპლიკაცია Tinder-ით უკავშირდებოდა და ფუფუნების საგნების ჩვენებით არწმუნებდა, რომ ნამდვილად მდიდარი იყო, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით ამ ქალებს ფულს ართმევდა.