„უკანონოდ დათესეს და მოიყვანეს 1337 ძირი კანაფი“ - პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს 5 პირი

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს 5 ადამიანი, რომლებმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში 1337 ძირი კანაფი დათესეს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიერ მოყვანილი კანაფი ჯამში 143 კილოგრამსა და 414 გრამი ნარკოტიკული საშუალების შეიცავდა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გასაშრობი მოწყობილობა, სასწორი და 3326 გრ. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, ხოლო მეორე პირის ბინის ჩხრეკის შედეგად სასწორი და დაფასოებული „მარიხუანა“.

პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალი წარუდგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების მუხლით. მათგან ორს, დამატებით ედავებიან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობას.