ლატვიაში რუსული დრონის ნაწილი იპოვეს

პუბლიკა

ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სანაპიროზე რუსული „გერბერას“ ტიპის დრონის ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა X-ზე დაწერა, რომ ფრაგმენტი რუსული „გერბერას“ ტიპის „სატყუარა“ დრონის კუდის ნაწილია, ასაფეთქებელი ნაწილის გარეშე.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ მან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს დაავალა, დაუკავშირდნენ თავიანთ პოლონელ კოლეგებს, რათა დაადგინონ, ჰგავს თუ არა დრონი გასულ კვირას პოლონეთში აღმოჩენილს.

10 სექტემბერს პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონების ჩამოგდება და პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას „აგრესიის აქტი“ უწოდა.