სუსი: „იმედი" ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა, დანაშაული არ დასტურდება

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „იმედი”, „მაესტრო” და „ჯიდიესი” შიდა ელექტრომოწყობილობაზე ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა და გამოძიების მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.

„შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება”. – წერია სუსის განცხადებაში.

სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედის”, „მაესტროს” და „ჯიდიესის” მაუწყებლობა 13 ოქტომბერს 45 წუთით გაითიშა. სუსმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.