შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.
“აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი – მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა”. – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, “სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის
მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”.