„ქართული ოცნება“ კატარში საქართველოს ელჩად ვაკო ავალიანს ნიშნავს

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კატარში საქართველოს ელჩად ვარლამ (ვაკო) ავალიანს ნიშნავს. ირაკლი კობახიძემ პოსტზე დასანიშნად ავალიანი „ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა.

„2025 წლის 10 ნოემბრიდან კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ვარლამ ავალიანის კანდიდატურა“, – წერია კობახიძის განკარგულებაში.

ვაკო ავალიანმა „რუსთავი2-ისა“ და „პრაიმთაიმის“ ჰოლდინგის დირექტორის თანამდებობა 10 ივნისს დატოვა. ის „რუსთავი 2-ის“ დირექტორის პოსტზე 2021 წელს დაინიშნა.

იქამდე ავალიანი „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

2012 წლიდან 2014 წლამდე კი ვარლამ ავალიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიცია ეკავა, 2014 წლის 13 თებერვლიდან ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.