არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 73 წლის კაცი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 73 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა. ის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.