არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1995 წელს დაბადებული კაცი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე–4 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.