უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურა - ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის თანდასწრებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ასევე არასრულწლოვანი გააუპატიურა“, – წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება) და 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ორ პირთან გარყვნილი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.