ტიტების გაყიდვისთვის დაჯარიმებულ მეყვავილეს მოქალაქეებმა 10 000 ლარი შეუგროვეს

პუბლიკა

მომხმარებელი მარიამ ჩაკვეტაძე facebook-ჯგუფში –„დავეხმაროთ მოხუცებს“ წერს, რომ მიშა ყარაულაშვილის დასახმარებლად 10 000 ლარი შეგროვდა.

თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილი, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზობის დღეს ტიტებს ყიდდა, 3000 ლარით დააჯარიმეს.

მის შესახებ ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. მიშა ყარაულაშვილმა, როგორც თავადვე ამბობს, ტიტების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდლად ფული არ ჰქონდა.

„სულ 9 ტიტა გავყიდე და 3000 ლარით დამაჯარიმეს. პოლიციელებს ვეხვეწებოდი, ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს, მაგრამ არ გაითვალისწინეს“,  – ამბობს მეყვავილე მიშა ყარაულაშვილი.