პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი, 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „ბრალდებული ფოთში  მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროს ფართს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა.“

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.