თბილისის მერიის განცხადებით, სამგორის მუნიციპალიტეტში დაუსრულებელი ნაგებობები და მსუბუქი კონსტრუქციები დაანგრიეს.
როგორც მერია წერს, დაუსრულებელი ნაგებობები უკანონოდ იყო განთავსებული.
„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. შედეგად გამოთავისუფლდება საერთო ჯამში 14 ჰექტარზე მეტი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“, – აცხადებს თბილისის მერია.