ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, ტყის ფერდობზე ხანძარია

პუბლიკა

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სამუშაოებში ჩართულია 3 ვერტმფრენიც.

„ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც“, – აცხადებს უწყება.

საგანგებო ამბობს, რომ დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.