4 ოქტომბრის მოვლენებზე 64 ბრალდებულის საქმე 5 საქმედ დაიყო და 10-12-13-14-15-პირიან საქმეებად განაწილდა. მომდევნო დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომები გაიმართება.
10-პირიან საქმეში გაერთიანდა:
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.
12-პირიანი საქმე:
აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერი, მარიამ მეყანწიშვილი, თემურ ქურციკიძე.
13-პირიანი საქმე:
სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლოარია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი.
14-პირიანი საქმე:
ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე;
15-პირიანი საქმე:
დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია.
რას ედავებიან ბრალდებულებს:
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს ორი მუხლით:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს:
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
ნანა სანდერი:
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება;
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
ირაკლი შაიშმელაშვილი:
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
მარიამ მეყანწიშვილი:
- ჯგუფური მოქმედების ორგანიზება;
დანარჩენ 56 პირიდან ნაწილს 2 მუხლი აქვს წარდგენილი:
- ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
ნაწილს კი მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;