დღეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ 3+1 სისტემით სწავლებას, [როცა სტუდენტი თითო-თითო წლით ნაკლებს ისწავლის ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში], დამატებითი ეფექტიც ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
როგორც კობახიძე განმარტავს, როდესაც1 წლით ადრე დაამთავრებენ სტუდენტები სწავლას, დაახლოებით 30 ათასი ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში. როგორც კობახიძე ამბობს, ეკონომიკა სწარაფად ვითარდება და უკვე ბევრი მიმართულებით არის სახეზეა სამუშაო ძალის დეფიციტი.
„როცა ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე აქ ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს თვითონ სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში ეს არ ეხება გამონაკლის მიმართულებებს და სპეციალობებს, (სამედიცინოს პირველ რიგში, სადაც ხანგრძლივობა უნდა დარჩეს შედარებით უფრო დიდი), მაგრამ პრატქიკულად ყველა სხვა მიმართულებით შესაძლებელია შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა და გვინდა რომ შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა ანუ 3 წელი ბაკალავრიატი და 1 წლიანი მაგისტრატურა და იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე, ამ შემთხვევაში იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა.
ეს არის საერთაშორისო პრატქიკის/მოთხოვნების შედეგად, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება…. ამას თავისი დამატებითი ეფექტიც ექნება, დაახლოებით 30 ათასი ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში როდესაც 1 წლით ადრე დაამთავრებენ სტუდენტები სწავლას. ანუ 30 ათასით მეტი ახალგაზრდა , კადრი, სამუშაო ძალა შეემატება ჩვენს შრომის ბაზარს.
როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკა სწარაფად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი და უკვე ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის დეფიციტი . რა თქმა უნდა, უმუშავრობაც რჩება პრობლემად და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემის დაძლევა, თუმცა ამავდროულად ბევრი მიმართულებით უკვე არის სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.