სურსათის ეროვნულმა სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს.
უწყება ამბობს, რომ თბილისში შეამოწმეს შპს „ველის“ კუთვნილი ობიექტი (ს/კ 400152866. მისამართი: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის N17), რომელიც რძის შემცველი პროდუქტების (ხაჭოსებრი, არაჟნისებრი) წარმოებასა და რეალიზაციას (ძირითადად საცხობებში) სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახორციელებდა.
„ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა სააგენტოს აღიარების მიღებამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე“, – წერია განცხადებაში.